სამიზნე ჯგუფი; XI-XII კლასი;
საჭირო რესურსი: ციფრული ტექნოლოგიები; სახელმძღვანელო, ელექტროგამზომი ხელსაწყო და ელაქტროძრავა.
პროექტის აქტუალობა: თეორიის პრაქტიკაში გამოყენება;
მიზანი: ტექნიკაში ამპერის ძალის გამოყენების მნიშვნელობის შეფასება; ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარების განვითარებას, ინფორმაციის მოძიებას ელექტროძრავასა და ელაქტროგამზომ ხელსაწყოებზე მუშაობის პრონციპის დადგენა.
წინარე ცოდნა: დენიან
კონტურზე მაგნიტური ველის მაორიენირებელი მოქმედება გამოყენებულია ელაქტროგამზომ ხელასაწყოებში
ამპემეტრსა და ვოლტმეტრიში;
მათ იციან ელექტროძრავის
მოქმედების პრინციპი, ელ.ენერგია გარდაიქმნება მექანოკურ ენერგიად.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები ჩატარებული კვლევებისა , ცდებისა
და მოპოვებული ინფფრმაციის საფუძველზე დაადგენენ , თუ რომელი ენეგიის ხარჯზე სრულდება
ელექტროძრავებში მუშაობა. ისინი შეაფასებენ ტექნიკაში ამპერის ძალის გამოყენების მნიშვნელობას.
პროექტზე მუშაობის ეტაპები:
1.მოიპოვოთ იმპორმაცია, რა პრაქტიკული გამოყენება აქვას
ამპერის კანონს;
2.ახსენი ელექტროგამზომი ხელსაწყოებისა და ელექტროძრავის
მუშაობის პრინციპი. ამისტვის: ჩაატარე ცდა და დააკვირდი მაგნიტური ველის მაორიენტირებულ
მოქმედებას დენიან ჩარჩოზე. ახსენი რატომ, იქმნება მაგნიტური ველში დენიანი ჩარჩოს
მაბრუნებელი მომენტი;
3.დაამტკიცე, რომ მაგნიტური ველის მუშობა ყოველთვის
ნულის ტოლია. გაითვალისწინე: მაგნიტური ველის მოქმედებით (ლორენცის ალის მოქმედებით ) ნაჭილაკს სიჩქარის
სიდიდე არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ნაწილაკის სიჩქარის მიმართულება.
4.მოიპოვე
იმპორმაცია, როგორ გარდაიქმნება მიდმივი დენის გენერატორში მექანიკური ენერგია ელექტურად და წარმოადგინე ასეთიგენერატორის სქემა.
გაარკვიე,
ასრულებს თუ არა მუდმივი დენის დენის გენერატორში ლორენცის ძალა მუშაობას, რადგან სწორედ
ლორენცის ძალა იწვევს თავისუფალიელექტრონების გადაადგილებას გრგნილის გამტარ ხვიებში
(თავისუფალი ელექტრონები გრაგნილთან ერთად მოძრაობს მაგნიტურ ველში).
5.მოიძიე იმფორმაცია
და გამოიკვლიე:
> რა არის ამპერის ძალის წარმოქმნის მიზეზი;
>რატომ არ ასრულებს მაგნიტური ველი მუშაობას;
>რომელი ენერგიის ხარჯზე სრულდება მექანიკური მუშაობა
ელექტროდში.
შეაჯამე შენ
მიერმოპოვებული იმფორმაცია და წარმოადგინე კლასოს წინაშე პროექტი : „ენერგია, რომლის
ხარჯძეც ელექტროძრავა მუშაობს’’
გაითვალისწინე,
პროექტი საკმაოდ გრძელვადიანია და შენ კიდევ ბევრი რამის სწავლა დაგჯირდება იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც პროექტშია
დასმული. ამაში მომვნო გაკვეთილებზე შესასწავლი მასალაც დაგეხმარება.
დროის ხანგრძლივობა: 2 თვე;
No comments:
Post a Comment